ომბუდსმენის კანდიდატების შეფასების სამუშაო ჯგუფმა სახალხო დამცველობის მსურველი 19 კანდიდატი შეაფასა. ქულები, რომელიც „პუბლიკამ“ დააჯამა, ასე გადანაწილდა:
ანა აბაშიძე – 321
ნაზი ჯანეზაშვილი – 288
ნუგზარ კოხრეიძე – 237
გიორგი ბურჯანაძე – 231
სერგო მახარაძე – 223
მარიკა არევაძე – 221
თინათინ ერქვანია – 221
გიორგი მარიამიძე – 171
ლელა გაფრინდაშვილი – 166
სოფიო დემეტრაშვილი – 162
ქეთევან ჩაჩავა – 154
ნიკოლოზ ნიკოლაძე – 105
ალექსანდრე კობაიძე – 78
იაგო ხვიჩია – 62
ჯემალ ნათელაშვილი – 56
გიორგი ცობეხია – 53
ლევან კოკორაშვილი – 53
მაკა მინდიაშვილი – 17
ევგენია თავაძე – 4
იხილეთ 9-წევრიანი კომისიის შეფასებები თითოეულ კანდიდატზე:
- დავით ასათიანის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის შფასება
- თამარ ზარანდიას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის შეფასება
- ნათია კუპრაშვილის, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარის შეფასება
- რაისა ლიპარტელიანის, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის შეფასება
- ელენე რუსეცკაიას, ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორის შეფასება
- არნოლდ სტეფანიანის, მრავალეროვანი საქართველოს თავმჯდომარის შეფასება
- ნინო ჩხობაძის, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარე; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ყოფილი მინისტრის (1995-2004 წწ.) შეფასება
- ეკა ციმაკურიძის, დემოკრატიის ინდექსი საქართველოს თავმჯდომარის შეფასება
- ლევან ცუცქირიძის, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის დირექტორის შეფასება
ჯგუფის წევრებმა კანდიდატები კეთილსინდისიერების, მიუკერძოებლობის, დამოუკიდებლობის, მაღალი რეპუტაციის, სათანადო პროფესიული ცოდნისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების კრიტერიუმის მიხედვით, 0-დან 10 ქულამდე შეაფასეს.
შეფასება ზეპირი გასაუბრების გარეშე დოკუმენტების საფუძველზე მოხდა.
პროცედურის მიხედვით, კომისიის მიერ შეფასებული კანდიდატებიდან ოპოზიციის, ფრაქციების, პოლიტიკური ჯგუფების, უფრაქციო დეპუტატების 7-კაციან ჯგუფს შეეძლება, 21 ოქტომბრის ჩათვლით დაასახელოს სახალხო დამცველობის კანდიდატები, რომელიც არ უნდა იყოს 7-ზე ნაკლები.
რეგლამენტში შეტანილი ცვლილების მიხედვით, 2022 წელს სახალხო დამცველის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს კანდიდატურები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით წარედგინა.