ომის 210-ე დღეს რუსებმა მიიღეს მობილიზაცია, ჩაკეტილი საზღვრები და დახურული საბანკო ანგარიშები - პოდოლიაკი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებას Twitter-ზე ეხმაურება.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებას ეხმიანება.

„სამდღიანი“ ომის 210-ე დღეს,  რუსებმა, რომლებიც მოითხოვდნენ უკრაინის განადგურებას, მიიღეს:

  1. მობილიზაცია;
  2. ჩაკეტილი საზღვრები და დახურული საბანკო ანგარიშები
  3. ციხე დეზერტირობისთვის.

ყველაფერი ისევ გეგმის მიხედვითაა, არა? ცხოვრებას დიდი იუმორის გრძნობა აქვს“, – წერს პოდოლიაკი.

რუსეთის პრეზუდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს დილით გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა, რომ  ქვეყანაში ნაწილობრივ მობილიზაციას აცხადებს.