ომის დანაშაულებების მონაწილეებმა, პასუხი უნდა აგონ - საქართველოს საგარეო ბუჩაზე

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო twitter-ზე გამოეხმაურა ბუჩაში რუსეთის მიერ სამოქალაქო პირების მკვლელობის შესახებ ინფორმაციას. მათი თქმით, „ყველა, ვინც ამ ომის დანაშაულებების მონაწილეა პასუხი უნდა აგოს“.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბუჩაში ადამიანების ხოცვა-ჟლეტას და არაადამიანურ მოპყრობას, რომელიც მიმართული იყო უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენ განადგურებულნი ვართ ამ სისასტიკის სცენებით. ყველა, ვინც ამ ომის დანაშაულებების მონაწილეა პასუხი უნდა აგოს! ჩვენ გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით“, – წერია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინული მედიის ცნობით, კიევის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალებისგან გათავისუფლებული ტერიტორიებზე 410 მოკლული სამოქალაქო პირი იპოვეს.

დღეს დილიდან სოციალურ ქსელებში მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრების ამსახველი ფოტოები ვრცელდება.

ბუჩაში უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი რამდენიმე დღის წინ დაიბრუნეს. მანამდე ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.