ომის დანაშაულის ჩამდენი პასუხს აგებს - ურსულა ფონ დერ ლაიენი

პუბლიკა

„შემაძრწუნებელია ცნობები ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებიდან, რომლებსაც რუსეთი ტოვებს“, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი წერს.

მისი თქმით, საჭიროა დამოუკიდებელი გამოძიება. ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ომის დანაშაულის ჩამდენი პასუხის აგებს.

კიევის გათავისუფლებულ გარეუბანში ოკუპანტების მიერ მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრები იპოვეს. მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრების ამსახველი ფოტოები ვრცელდება.

ბუჩაში უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი რამდენიმე დღის წინ დაიბრუნეს. მანამდე ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.