ომის დაწყებიდან 100-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა. რუსეთი პასუხს აგებს - უკრაინის თავდაცვა

პუბლიკა

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში 100-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთი პასუხს აგებს და ამისთვის გადაიხდის.

„დღეს ტრაგიკული სისხლიანი ზღვარი გადაიკვეთა. 20 დღის განმავლობაში 100-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომში. ყოველ წუთში 55 ბავშვი ტოვებს უკრაინას ომისგან თავის დასაღწევად. რუსეთი პასუხს აგებს და ყველაფერს გადაიხდის“, – ნათქვამის უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.