ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაიში 158 ბავშვი დაიღუპა - უკრაინის პროკურატურა

პუბლიკა

უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსი სამხედროების თავდასხმებს 158 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 250 ბავშვზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა 869 სასწავლო დაწესებულება, 83 მათგანი სრულად განადგურებულია.