ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 135 ბავშვი დაიღუპა

პუბლიკა

„რუსმა სამხედროებმა უკრაინაში უკვე 135 ბავშვი მოკლეს, კიდევ 184 ბავშვი დაშავდა“, – ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

ოფიციალური პირების ცნობთ, ბოლოს ორი ბავშვი დაიღუპა სასტიკი დაბომბვის დროს ქალაქ რუბიჟნეში, ლუგანსკის რეგიონში.

ხუთშაბათს კი, 6 და 13 წლის ორი ბავშვი დაშავდა დონეცკის ოლქის ნოვომიხაილივკაში დაბომბვის შედეგად.

პროკურატურის ინფორმაციით, სამი მოზარდი (13, 14 და 15 წლის) ნაღმის აფეთქებისას დაშავდნენ ობილნეში, ზაპოროჟიას რეგიონში.

ისინი გადაიყვანეს მელიტოპოლის საავადმყოფოში, სადაც ერთი მძიმე მდგომარეობაში რეანიმაციაში იმყოფება.