რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაში, სულ მცირე, 484 ბავშვი დაიღუპა, 992 კი დაშავდა – მონაცემებს უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი აქვეყნებს.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის პარალელურად, დღეს კიევში რუსულ სარაკეტო იერიშს სულ მცირე 1 ბავშვი ემსხვერპლა.
გენერალური პროკურორის ინფორმაციით, ეს არ არის საბოლოო მონაცემები და რეალური რიცხვები შეიძლება უფრო დიდი იყოს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა:
დონეცკის რეგიონში – 462; ხარკოვის ოლქში – 279, კიევის ოლქში – 128, ჩერნიგოვის ოლქში – 70, ლუგანსკის ოლქში – 66, ნიკოლაევის ოლქში – 89, ხერსონის ოლქში – 103, ზაპოროჟიეს ოლქში – 91, დნეპროპეტროვსკის ოლქი – 71.
უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის განცხადებით, გარდა დაღუპულებისა და დაშავებულებისა, დაზიანდა 2500-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება, მათ შორის 256 კი მთლიანად განადგურდა.
ასევე ინფორმაცია აღნიშნულია, რომ ომის დაწყების შემდეგ რუსეთში ან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე 19 500-ზე მეტი ბავშვი იქნა იძულებით გადაყვანილი, თუმცა უწყების ცნობით, შესაძლოა, დეპორტირებულ ბავშვთა რიცხვი უფრო მაღალი იყოს.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ Twitter-ზე დაპოსტა და თქვა, რომ „მაშინ, როცა ბავშვებს უნდა ჰქონდეთ უსაფრთხო ბავშვობა, დღეს საუბარია რუსეთის ახალ დანაშაულებზე უკრაინელი ბავშვების მიმართ”.
„ბავშვთა დღე უნდა იყოს უსაფრთხო ბავშვობაზე, ზაფხულზე, ცხოვრებაზე… მაგრამ, დღეს საუბარია [რუსეთის ფედერაციის] ახალ დანაშაულებზე უკრაინელი ბავშვების მიმართ. 9 წლის გოგონა ემსხვერპლა დღეს კიევის დაბომბვას, მეორე კი ახლა საავადმყოფოშია”, – წერს ზელენსკა Twitter-ზე.
Children’s Day has to be about safe childhood, summer, life… But today it is about new crimes of RF against ?? children. A 9-year-old girl was killed in the shelling of Kyiv, and another is now in the hospital. It is a pain for all of us, our thoughts are with their families.
— Олена Зеленська (@ZelenskaUA) June 1, 2023