ხარკოვის პოლიციის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე მათ რეგიონში რუსულ აგრესიას 209 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთაგან 133 მშვიდობიანი მოქალაქე იყო, მათ შორის, 5 ბავშვი.
მშვიდობიანი მოქალაქეების გარდა, ხარკოვის პოლიციის ცნობით, რუსული აგრესიის შედეგად ხარკოვში დაიღუპა: უკრაინის შეიარაღებული ძალების 41 სამხედრო, ტერიტორიული თავდაცვის 14 წევრი, 4 პოლიციელი, ეროვნული გვარდიის 8 წევრი, სასაზღვრო პოლიციის 4 თანამშრომელი, საავიაციო ძალების უნივერსიტეტის 4 და უსაფრთხოების სამსახურის 1 თანამშრომელი.
„ამასთან, დაბომბვისას დაშავდა 443 ადამიანი, რომელთაგან 319 მშვიდობიანი მოქალაქე იყო“, – აცხადებს ხარკოვის პოლიცია.