„ომის დროს გეშინოდეს მტრის, მტერი სახელმწიფოს მოქალაქეების უკონტროლო შემოდინების, ფობია არაა, არც ქსენო და არც რამე სხვა“, – წერს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე.
ფსიქოლოგი განმარტავს, რომ „ფობია ჰქვია ირაციონალურ, პათოლოგიური ხასიათის შიშს, როცა გეშინია იმის, რის საფრთხეც არ არსებობს. მაგალითად, გეშინია გველების და ათვალიერებ გარემოს, არ გადაეყარო, ოღონდ დიდი შანსია, ქალაქში ცხოვრობდე და გველი მხოლოდ ტელევიზორში გყავდეს ნანახი. გეშინია ლგბტ ადამიანის, რომ ორიენტაცია არ გადმოგედოს და ა.შ“.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებით, კანონმდებლობა უნდა გამკაცრდეს, რათა საქართველოში რუსების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა არ წახალისდეს.