ომის წლისთავთან დაკავშირებულ კონფერენციას მმართველი პარტიის წევრები არ ესწრებიან

პუბლიკა

თბილისში მიმდინარე კონფერენციას, რომელიც უკრაინაში ომის წლისთავთანაა დაკავშირებული, არც ხელისუფლების წარმომადგენლები და არც „ქართული ოცნების“ წევრები არ ესწრებიან.

კონფერენცია საქართველოში უკრაინის საელჩოს, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) და ჰოლანდიის საელჩოს ორგანიზებით იმართება.

„ის ფაქტი, რომ ამ კონფერენციას მართავს არასამთავრობო ორგანიზაცია და არა საქართველოს მთავრობა, რომლის არცერთი წარმომადგენელი არ არის დღეს ამ კონფერენციაზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტს მე პირადად მივმართე წერილებით, მივმართე თხოვნით როგორც ოფიციალურად ისე არაოფიციალურად, რომ მობრძანებულიყვნენ და საკუთარი მოსაზრებები ეთქვათ, აქ მტრული გარემო არავისთვის არ არის. არცერთი მათგანი აქ არ იქნება და ეს არის ნიშანი იმისა, რას გეგმავს და რას აპირებს, სამწუხაროდ, საქართველოს დღვანდელი ხელისუფლება“, – ამბობს  EECMD-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ცუცქირიძემ.

კონფერენციას საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი, ასევე სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენელი და დიპლომატები ესწრებიან.