ონლაინმედიას 25 ნოემბერს პარლამენტში კვლავ არ დაუშვებენ

პუბლიკა

ონლაინ მედიას 25 ნოემბერს პარლამენტში კვლავ არ დაუშვებენ.

როგორც საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,  25 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

„დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე“,- ნათქვამია განცხადებაში.

მათივე განმარტებით, აღნიშნული ღონისძიების მიზანია„ საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.“

ხვალ, 25 ნოემბერს პარლამენტში პირველი სხდომა უნდა გაიმართოს. პარლამენტთან დილის 9:00 საათზე დაგეგმილია საპროტესტო აქცია. იქამდე, დღეს, 24 ნოემერს საპროესტო აციის მონაწილეები გეგმავენ 21 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბონ, პარლამენტისკენ მსვლელობით გადაინაცვლონ, სადაც გაშლიან კარვებს და ღამეს გაათევენ.