ონსა და საჩხერეში მიწისძვრა იყო

პუბლიკა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი საჩხერე და ონის რაიონი იყო, სადაც 1-წუთიან ინტერვალში 3.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ინფორმაცია ამის შესახებ ილიაუნის სეისმური მონიტორინგის ცენტრმა გამოაქვეყნა. 7 საათსა და 4 წუთზე მიწისქვეშა ბიძგები ონის რაიონში, სოფელ ხარისთავთან დაფიქსირდა, ხოლო 7 საათსა და 5 წუთზე მიწისძვრა საჩხერის რაიონის სოფელ ბაჯიხევთან მოხდა.