სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ონში, სოფელ ონჭევთან 4.3 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.
„დღეს, თბილისის დროით 13:46 საათზე, ონთან, სოფელ ონჭევთან მოხდა 4.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, – ნათქვამია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.