ოპერაში ამ დრომდე არ ამბობენ, რატომ არ უთმობენ დარბაზს პაატა ბურჭლაძეს

პუბლიკა

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ამ დრომდე არ ამბობენ, რატომ არ უთმობენ დარბაზს პაატა ბურჭლაძეს.

თეატრის წარმომადგენელმა, მაკო ფაცურიამ „პუბლიკას” უთხრა: „არ მაქვს ინფორმაცია” და ტელეფონი გათიშა. განმეორებით ზარს მან აღარ უპასუხა.

ინფორმაცია, რომ პაატა ბურჭულაძეს 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ოპერისა და ბალეტის თეატრმა დარბაზი არ გამოუყო, პიანისტმა ნინო ჟვანიამ გაავრცელა.

მისივე ცნობით, საიუბილეო კონცერტის ჩასატარებლად დარბაზის გამოყოფის მოთხოვნით 30 მაისს მიმართეს და პასუხი დღესვე არ მიუღიათ.