ოპოზიცია ასევე ვითხოვთ საგანგებო რეჟიმისა და კომენდანტის საათის გაუქმებას – ნათელაშვილი

პუბლიკა

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში დასრულდა ოპოზიციური პარტიების შეხვედრა, რომელზეც 8 მარტის შეთანხმების შესახებ მსჯელობდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო ისტორიული დღე, რადგან ყველა პოლიტიკურმა პარტიამ დაადასტურა, რომ კომპრომისი არ იქნება.

„კვლავ გაგრძელდა საერთო-სახალხო-პოლიტიკური წინააღმდეგობის ფრონტი არსებული რეჟიმის წინააღმდეგ. პოლიტიკურმა პარტიებმა – ოპოზიციურმა, საპარლამენტომ და არასაპარლამენტომ – ერთსულოვნად დაადასტურეს ნება, ნება ხალხისა და საზოგადოებისა, რომ არავითარი კომპრომისი, არავითარი უკან დახევა არ იქნება იმ მთავარ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება პოლიტიკური ტერორის შედეგთა გადალახვას, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. სანამ ისინი არ იქნებიან თავისუფალნი, არავითარი ბოიკოტის მოხსნა, არავითარი კომპრომისი ხელისუფლებასთან არ იქნება.

ასევე, ოპოზიციურმა პარტიებმა ერთსულოვნად მოითხოვეს საგანგებო რეჟიმისა და კომენდანტის საათის გაუქმება. ეს არის აბსოლუტურად ყურით მოთრეული, ივანიშვილის რეჟიმის მიერ გამოგონილი ინსტიტუტები არა  იმისათვის, რომ ვირსუსსა და ეპიდემიას ებრძოლონ, არამედ იმისათვის, რომ გააჩერონ პოლიტიკური-ეკონომიკური და სხვა აქტიური პროცესები ქვეყანში“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ამავე თემაზე:

„სანახევროდ შესრულებული შეთანხმება არ არსებობს” – ოპოზიციის გადაწყვეტილება