ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დიპლომატიურ კორპუსს ხვდებიან.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ელჩების ინფორმირება 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ელჩებს მიაწვდიან გაყალბების დამადასტურებელ მტკიცებულებებს.
მისი თქმით, არჩევნების შედეგებს სჭირდება სხვა მთავრობების აღიარება, საქართველოში ჩატარებულ პროცესს კი ორი მთავრობის გარდა ჯერ-ჯერობით არავინ აღიარებს.