საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამინისტრო აწარმოებს რუტინულ მონიტორინგს და მიმართავს ყველა იმ ღონისძიებას, რაც საჭიროა ქვეყანაში კრიტიკული მარაგის შესავსებად. აქედან გამომდინარე, მისი შეფასებით, პოპულისტურია ოპოზიციის მხრიდან კრიტიკული შეფასებები.
„პოპულისტურია ის განცხადებები, რომლებიც გარკვეულ ოპოზიციურ ძალებს ჰქონდათ პრესაში. რამდენიმე დღის განმავლობაში ისინი ერთსა და იმავეს იმეორებენ. ჩვენ ვხედავთ, რომ არაერთხელ ყოფილა კრიტიკა სამინისტროს პოლიტიკისა და მთავრობის აგრალური პოლიტიკის. ვფიქრობ, დილეტანტურია ხშირ შემთხვევაში განცხადებები, რომელიც მოკლებულია არსს. მათ არ აქვთ ბევრი ინფორმაცია, სამწუხაროდ, არ აქვთ პროფესიონალური ცოდნა საიმისოდ, რომ შეაფასონ ვითარება და სწორი დასკვნა გამოიტანონ. უბრალოდ, ცდილობენ, ჩვენი მოქალაქეების გაჭირვებით ისარგებლონ და, რა თქმა უნდა, ამ რთულ ვითარებაში ისინი მანიპულირებენ ფერმერების გრძნობებით“, – განაცხადა დავითაშვილმა.