ოპოზიცია 2 მარტს პარლამენტის შენობის პიკეტირებას გეგმავს, 5 მარტს კი მთავრობის ადმინისტრაციის, – ამის შესახებ აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, 9, 11 და 13 მარტს კი საპროტესტო აქციები იქნება სხვადასხვა ლოკაციაზე.
„გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და გაიმართოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები”, – ამ მოთხოვნებით ოპოზიცია თბილისში აქციას მართავს.