ოპოზიციამ 25 თებერვალს დაგეგმილი აქცია გადადო

პუბლიკა

ოპოზიციური პარტიების მიერ 25 თებერვალს დაგეგმილი საპროტესტო აქცია გადაიდო. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, აქციის გადადების მიზეზი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად გადადგმული ნაბიჯია. მისი თქმით, ოპოზიცია ხელისფლებას კიდევ ერთხელ სთავაზობს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას, 8 მარტის შეთანხმების შესრულებას, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და საარჩევნო რეფორმის გატარებას. დეკანოიძის თქმით, ამ საკითხებზე სასაუბროდ ოპოზიცია მზადაა ხელისუფლებას ისევ შეხვდეს.

„იმისთვის, რომ ჩვენ როგორც უაღრესად პასუხისმგებლობით სავსე პოლიტიკურმა სპექტრმა, ვიზრუნოთ და გადავარჩინოთ ამ ქვეყნის პოლიტიკური და დემოკრატიული მომავალი. ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკების პარალელურად კვლავ მივცეთ ვადა და კომპრომისის სივრცე ხელისუფლებას და გადავდოთ დაანონსებული აქცია“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ოპოზიციურმა პარტიებმა გადაწყვეტილება დღეს ლიეტუვის სეიმის წევრთან ჟიგიმანტას პავლიონისთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.