ოპოზიციის ლიდერები 17:00 საათზე სადგურის მოედნიდან პარლამენტისკენ მსვლელობით გაემართებიან

პუბლიკა

ოპოზიციის ლიდერები დღეს 17:00 საათზე სადგურის მოედანთან შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტის მიმართულებით გაემართებიან. ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს” წარმომადგენელმა, ირაკლი კუპრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღევანდელი დღის სტრატეგია იქნება ძალიან მარტივი და მკაფიო: 5 საათზე შეკრება შედგება სადგურის მოედანზე და მსვლელობით დავიძვრებით; 7 საათზე უკვე ველოდებით მოქალაქეებს საქართველოს პარლამენტთან”, – აღნიშნა მან.

3 ოპოზიციური ცენტრი დღეს, 4 ნოემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავს. განცხადება „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის”, „კოალიცია ცვლილებებისთვის” და „ძლიერი საქართველოს” ლიდერებმა ერთობლივად 31 ოქტომბერს გააკეთეს. მათი ცნობით, სწორედ აქციაზე გახდება ცნობილი ოპოზიციის სამოქმედო გეგმაც.