ოპოზიციის მხარდამჭერთა 65%-ს მიაჩნია, რომ ყველა არჩეულმა პარტიამ მონაწილეობა უნდა მიიღოს პარლამენტის საქმიანობაში - NDI

პუბლიკა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს. შეკითხვები ასევე შეეხო დამოკიდებულებას პარლამენტის მიმართ.

შეკითხვაზე, იმისთვის, რომ ახალმა პარლამენტმა ჩემნაირი ადამიანების ინტერესები გაატაროს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთმანეთთან ითანამშრომლოს – მოსახლეობის 82% ამბობს, რომ ეთანხმება ამ მოსაზრებას, 9% არ ეთანხმება, 9% – არ იცის.

შეკითხვაზე, იმისთვის, რომ ახალმა პარლამენტმა ჩემნაირი ადამიანების ინტერესები გაატაროს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა არჩეულმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის საქმიანობაში – მოსახლეობის 76% ეთანხმება ამ მოსაზრებას, 13% არ ეთანხმება, 11%-მა არ იცის.

პარტიის მხარდამჭერთა მიხედვით („ქართული ოცნება“ – 31%, ოპოზიცია – 14%), ამ შეკითხვებზე პასუხი ასე განაწილდა:

შეკითხვაზე – ახალი პარლამენტი იმუშავებს თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, 41% პასუხობს, რომ ეთანხმება ამ მოსაზრებას, 31% – არ ეთანხმება, 27%-მა არ იცის.

შეკითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხები ასე გადანაწილდა:


„ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) საქართველოში საზოგადოებრივი განწყობის კვლევას აქვეყნებს.

კვლევა დაფუძნებულია 2020 წლის დეკემბრის სატელეფონო გამოკითხვის შედეგებზე, ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები ჩატარდა 17-24 დეკემბერს.

NDI-ის ინფორმაციით, სატელეფონო ინტერვიუსთვის რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე – სულ 2 053 დასრულებული ინტერვიუ.

კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), ასევე კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.

კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 1.1%.