ოპოზიციის ნაწილის ვიცე-მერობის კანდიდატი ცოტნე კობერიძე იქნება

პუბლიკა

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ თბილისის ვიცე-მერობის შიდა პრაიმერისში ცოტნე კობერიძემ გაიმარჯვა. კონკურენცია იმედა კლდიაშვილსა და კობერიძეს შორის მიმდინარეობდა.

ცოტნე კობერიძე თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის ნაწილის თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი იქნება.

„სრულად ვიაზრებ იმ პასუხისმგებლობას, რა პასუხისმგებლობაც მოჰყვება ოპოზიციის საერთო ვიცე-მერობის კანდიდატს. ასევე ვიაზრებ, რომ ეს არჩევნები არის ყველასგან განსხვავებული ტიპის არჩევნები. თუ წელს, ამ არჩევნებზე პასუხი არ გავეცით „ქართულ ოცნებას“, თუ არ დავამარცხეთ, ამ ქვეყანას მომავალი არ უწერია“, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ ბრიფინგზე.

„დროას“, ენმ-ს, „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ და „ევროპულ საქართველოს“ თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატად ნიკა მელია, საკრებულოს თავმჯდომარედ კი ელენე ხოშთარია ჰყავთ მხარდაჭერილი.