ოპოზიციის პარლამენტში შესვლა ერთ-ერთი ფუნდამენტური პირობაა, მოხდეს დეესკალაცია - თალაკვაძე

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ პოლიტიკური პროცესის დეესკალაციისათვის ფუნდამენტური პირობაა, ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში.

„მინდა, მივმართო ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც ჯერ კიდევ რჩება  ბოიკოტის რეჟიმში, გუშინ ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა ანტლანტიკური საბჭოს ორგანიზებით. ჩვენმა პარტნიორებმა პირდაპირ თქვეს, რომ ბოიკოტი ეს იყო შეცდომა და ჩვენც ყოველთვის ამას ვამბობდით, რომ დემოკრატია მოითხოვს მონაწილეობას და მონაწილეობაზე უარის თქმა ეს არის დემოკრატიული პრინციპების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.

აქვე მინდა ხაზგასმით ვთქვა ჩემი მოსაზრება, როდესაც პარლამენტში შესვლასა და ჩართვაზეა საუბარი, რამდენიმე საკმაოდ ზედაპირული კომენტარი მოვისმინე, რომ თითქოს პარლამენტში ჩართვა ოპოზიციისა და პოლიტიკის დაბრუნება საპარლამენტო სივრცეში აღარაა საჭირო და აღარ არის მნიშვნელოვანიო.

მე მინდა პირდაპირ ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, რომ მოლაპარაკებების დღის წესრიგში ოპოზიციის მიერ დაყენებული საკითხებიდან მინიმუმ 2 მოითხოვს მათ ჩართვას საპარალმენტო პროცესში, სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია იმ პირობების განხორციელება, თუ პირობებზე  დიალოგის პროცესში შეთანხმება მოხდება.

მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, საპარლამენტო პროცესში ოპოზოციის მონაწილეობის მნშვნელობას. ეს არის ერთ-ერთი  ფუნდამეტუკრი პირობა, რომ მოხდეს დეესკალაცია და პროცესები გადავიდეს ნორმალურ პოლიტიკურ დღის წესრიგში“, – განაცხადა არჩილ თალაკვძაემ.

არჩილ თალაკვაძემ განაცხადა ასევე, რომ დიალოგისთვის არსებობს არსებობს სივრცე, მაგრამ დიალოგი მოითხოვს სამართლიან პირობებზე შეთანხმებას. მისი თქმით, ყველა მხარემ ულტიმატუმები და ემოციები გვერდით უნდა გადადოს.