ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპელ პოლიტიკოსებს შეხვდნენ

პუბლიკა

ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპელ პოლიტიკოსებს შეხვდნენ.

საუბრის თემა რუსული კანონი და „ქართული ოცნების” ქმედებებია.

საქართველოში დღეს ევროკავშირის წევრი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი: გაბრელიუს ლანდსბერგისი (ლიეტუვა), მარგუს ცანკა (ესტონეთი), ტორდის გილფადოტრი (ისლანდია) და ბაიბა ბრაზე (ლატვია), ასევე, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი.

ხელისუფლებამ მათთან შეხვედრაზე უარი თქვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან დეპუტატმა თამარ კორძაიამ თქვა, რომ მათ „პოზიციები გაცვალეს“.

„ისინიც ამბობენ, რომ საქართველოს ექნება უფრო მკაფიო და მკაცრი მხარდაჭერა ევროპის მხრიდან. ამაზე მეტს ახლა ვერაფერს ვიტყვი”. – თქვა თამარ კორძაიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დღეს საღამოს საქართველოში ჩამოვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენი.