ოპოზიციონერ დეპუტატებს კომიტეტის დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს

პუბლიკა

პარლამენტში იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. სხდომაზე აგენტების შესახებ რუსულ კანონპროექტებს განიხილავენ.

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე იყო ფიზიკური დაპირისპირებაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესა ლევან ხაბეიშვილსა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს შორის.

დარბაზი ასევე დაატოვებინეს სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებსაც; გიორგი ვაშაძეს, სალომე სამადაშვილს, ხათუნა სამნიძეს, თამარ კორძაიას.

ხათუნა სამნიძის განცხადებით, ანრი ოხანაშვილი დეპუტატებს სხდომაზე კითხვის დასმის შესაძლებლობას არ აძლევს. მისი თქმით, დეპუტატების გამოძევება არის უკანონო და ეს არის მოდელი, რისკენაც „ქართული ოცნება“ მიდის.

„კითხვის დასმის შესაძლებლობას არ გვაძლევს. არც კითხვა, არც მოსაზრება, არც მიმართვა – არაფერი. ანრი ოხანაშვილს უნდა, რომ მარტომ ჩაატაროს სხდომა, ისე რომ წინააღმდეგობა არ ჰქონდეს. ეს არის მოდელი, რისკენაც მიდის „ქართული ოცნება“.