Edison research-ის მიერ ჩატარებული გამოკთხვის მიხედვით, ოპოზიციურ ლიდერებს შორის პოზიტიური შეფასებით კვლავ „ევროპული საქართველოს” წევრი დავით ბაქრაძე ლიდერობს.
მოსახლეობის მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასება ასე გამოიყურება:
-
დავით ბაქრაძე: პოზიტიური – 53% ; ნეგატიური – 47%
-
გიორგი ვაშაძე: პოზიტიური – 44% ; ნეგატიური 56%
-
გრიგოლ ვაშაძე: პოზიტიური – 41% ; ნეგატიური- 59%
-
შალვა ნათელაშვილი: პოზიტიური 40% ; ნეგატიური – 60%
Edison research-მა ტელეკომპანია „ფორმულას” დაკვეთით კვლევა 23 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2 101 ადამიანი. შედეგების ცდომილება + – 2.1%-ია.