ოპოზიციური კლასტერი, რომელიც ჩამოყალიბდა ნათელაშვილის ეზოში – ვოლსკი ოპოზიციის განცხადებაზე

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან კიდევ არაერთი მიზეზი დასახელდება იმისათვის, რომ ეს ცვლილებები არ იქნას მიღებული და დესტრუქციული რეჟიმი იყოს მთავარი პოლიტიკური მექანიზმი.

„ძალიან ბევრი თემაა, რომელიც,  ზოგადად, საარჩევნო სისტემას ეხება, არის ეუთო/ოდირის შენიშვნები.  ამასთან დაკავშირებით იყო მსჯელობა, თითქოს ბოლომდეც მივიდა. ბოლოს და ბოლოს კონსტიტუციური ცვლილებებია  განსახორციელებელი და ეს თემები არ არის საინტერესო ოპოზიციური კლასტერისთვის, რომელიც ჩამოყალიბდა ნათელაშვილის ეზოში,  ვინაიდან  მათთვის პერსპექტივა არის ძალიან დაბალი.

რაც შეეხება მაჟორიტარულ დეპუტატებზე შეთანხმებას, ეს ზოგადი ლაპარაკი, რასაკვირველია, მეათეხარისხოვანია და მხოლოდ მედიის ყურადღების მისაქცევადაა  გამოყენებული“,  – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​

ჩვენი ამოცანაა, არჩევნები ჩატარდეს ნორმალურ ვითარებაში – ოპოზიცია განცხადებას ავრცელებს