ოპოზიციური პარტიები სასამართლოს გადაწყვეტილებას, შეეფარდოს ნიკა მელიას პატიმრობა, საერთო განცხადებით ეხმაურებიან. განცხადება twitter-ზე გავრცელდა და ხელს 20-ზე მეტი პარტია და პოლიტიკოსი აწერს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება, დააკავოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია საქართველოში პოლიტიკური რეპრესიების დრამატულ ესკალაციაზე მიუთითებს.
„მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნებამ“ 8 მარტის შეთანხმება დაარღვია და არ გაათავისუფლა ყველა პოლიტპატიმარი, წამოიწყო ახალი პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები 2020 წლის საარჩევნო კამპანიის დროს, ახლა მმართველმა პარტიამ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის სისხლის სამართლებრივი დევნა განახორციელა და რიგშია საქმეები სხვა პოლიტიკური, სამოქალაქო, თუ მედია ლიდერების წინააღმდეგ.
მაშინ, როდესაც ქვეყანა ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, აღსანიშნავი და სიმბოლურია, რომ ნიკა მელიას ბრალი დასდეს, შეთითხნილ საქმეში, რაც 2019 წლის 20 ივნისს გამართულ აქციას უკავშირდება. მანამდე „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი მოიწვია სესიის თავმჯდომარედ საქართველოს პარლამენტში.
ყველა ოპოზიციური პარტია მშვიდობიან სოლიდარობას უცხადებს ბატონ მელიას და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობას, წინააღმდეგობა გაუწიოს „ქართული ოცნების“ სვლას ტოტალური ავტორიტარიზმისკენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
„ევროპული საქართველო“
„ლეიბორისტული პარტია“
„ლელო საქართველოსთვის“
„სტრატეგია აღმაშენებელი“
„მეტი თავისუფლება – გირჩი“
„გამარჯვებული საქართველო“
„გაერთიანებული საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა“
„რესპუბლიკური პარტია“
„ქრისტიან – დემოკრატიული მოძრაობა“
„ქრისტიან კონსერვატიული მოძრაობა“
„ახალი ქრისტიან დემოკრატები“
„სამართლიანობისთვის“
„ტრიბუნა“
„ეროვნულ დემოკრატიული პარტია“
„მოძრაობა – სახელმწიფო ხალხისთვის“
„ევროპელი დემოკრატები“
„კანონი და სამართალი“
„სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“
„თავისუფალი დემოკრატები“
შალვა შავგულიძე