ოპოზიციური პარტიები პარლამენტში უნდა დაბრუნდნენ - ჯეიმს აპატურაი

პუბლიკა

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი საქარტველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს ფეისბუქზე ეხმაურება.

“დროული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან ერთად. კონსტრუქციული საუბარი გვქონდა საკითხების ფართო სპექტრზე.

ჩემი მთავარი შთაბეჭდილება  ასეთია: მიმდინარე გეოპლოტიკური პროცესების, კორონავირუსის პანდემიისა და რეფორმების შეუფერხებლად გატარების საჭიროების გამო საქართველოს არ აქვს იმისი დრო, რომ განგრძობით პოლიტიკურ კრიზისში იცხოვროს.

რაც შეიძლება მალე უნდა შემცირდეს პოლიტიკური პოლარიზაცია. ოპოზიციური პარტიები კი პარლამენტში უნდა დაბრუნდნენ, რომ საკანონმდებლო ორგანომ ნორმალური ფუნქციონირება განაგრძოს. ყველა პარტია უნდა შეთანხმდეს პოლიტიკური პროცესის წინსვლის საერთო გზაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირისა და აშშ-ის ძალისხმევას მედიაციისთვის, რომელსაც ორი შესანიშნავი დიპლომატი უძღვება”. – წერს აპატურაი.