ოპოზიციური პარტიების ნაწილი ენმ-ის დაგეგმილ აქციას არ შეუერთდება

პუბლიკა

გუშინ პარტია „ ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ თინა ბოკუჩავამ განაცხადა, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით თბილისში ფართომასშტაბიანი აქციების დაწყებას გეგმავენ.

მისი თქმით, კონკრეტულ თარიღზე, თუ როდის გაიმართება აქცია, მიმდინარეობს პარტიაში  მსჯელობა და მალე გახდება ცნობილი. თუმცა, ცნობილია, რომ აქცია გაიმართება რუსთაველის გამზირზე. აქციები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებად და მხარდასაჭერად გაიმართება.

პარტია „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ აქცია 10 ოქტომბერს გაიმართება და ასევე 14 ოქტომბერს გახდება კიდევ უფრო ფართმასშტაბიანი.

დღეს ოპოზიციურმა პარტიების წარმომადგებლებმა განაცხადეს, რომ ისინი ამ აქციას არ შეუერთდებიან, რადგან ეს კონკრეტული პარტიის აქციაა.

ამის შესახებ განაცხადა პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლოდერმა გიორგი ნონიაშვილმა.

„სოლიდარული ვართ და პოლიტიკურ პატიმრად მივიჩნევთ სააკაშვილს, მაგრამ ეს კონკრეტული აქცია არა ჩვენი არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაა“, – ამბობს ის.

აქციას არ შეუერთდება ასევე „მესამე ძალაც“.  „სტრატეგია აღმშენებელის“ პოლიტსაბჭოს წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რომ პარტიის პოზიციაა რომ არ შეუერთდება აქციას, მაგრამ ინდივიდუალურად პარტიის წევრებს შეუძლიათ.

პარტია „გირჩი – მეტის თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ის არ აპირებს აქციაზე მისვლას რადგან ბევრი საქმე აქვს და ასევე ეს აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაა.

აქციაზე მისვლას არ აპირებს პარტია „ლელოც“. როგორც მედიასთან პარტიის წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, ახლა მთავარი არის აღცევნების მეორე ტური და ყველა მის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს.


1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში დააკავეს. დაიწყო გამოძიება მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია იმ საცხოვრებელი ბინის მეპატრონე, ვის სახლშიც ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.