ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მართლმსაჯულების სისტემაზე შეთანხმებას მოაწერა ხელი

პუბლიკა

ოპოზიციურმა პარტიებმა – „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“,  „სტრატეგია აღმაშენებელი“ , „ერთიანი საქრთველო“ და „ გირჩი“ ხელი მოაწერს შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების შემთხვევაში, მართლმსაჯულების სისტემის რეალური დამოუკიდებლობისა და მისდამი ნდომის გაზრდის მიზნით რეფორმების განხორციელებას.

პარტიების განმარტებით, ზემოთ ნახსენები შეთანხმება არის ოპოზიციის მიერ საერთო დოკუმენტზე ხელმოწერის მეორე რაუნდი. პირველი  მარტში გაიმარა, რომელიც სასამართლოების რეორგანიზაციას ეხებოდა.

შეთანხმების ძირითადი მიმართულებებია:

შინაგან საქმეთა სამინისტრო:

  1. პოლიციის დეცენტრალიზაცია და შსს მინისტრისთვის საპოლიციო ფუნქციების ჩამოცილება;
  2. თვითმართველობის ფარგლებში არჩევითი შერიფების ინსტიტუტის შემოღება, სადაც შერიფი იქნება პასუხისმგებელი ყველა ტიპის დანაშაულთან ბრძოლაზე, გარდა ისეთი დანაშაულებისა, რომელთა მასშტაბიც ცდება მისი ტერიტორიული კომპეტენციის ფარგლებს;
  3. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ბიუროს შექმნა.

პროკურატურა:

  1. ნაკლებად მძიმე დანაშაულზე დაზარალებულისთვის უფლების მიცემა, აირჩიოს, მისი ინტერესების სასამართლოში დამცველი. დაზარალებულის ინტერესის დამცველი კი შეიძლება იყოს სახელმწიფო პროკურორი ან ადვოკატი, რომელიც ასეთ შემთხვევაში შეასრულებს ბრალმდებლის ფუნქციას;
  2. პროკურატურისთვის გამოძიებაზე ზედამხედველობის ფუნქციის ჩამოცილება და მხოლოდ სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილების დატოვება;
  3. ანტიკორუფციული პროკურატურის შექმნა.

 სუს

  1. სუს-ის დაშლა და მისი პოლიტიკური პოლიციის ფუნქციის გაუქმება;
  2. დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა.