ოპოზიციური პარტიების ნაწილის ლიდერებმა თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები წარადგინეს. საერთო კანდიდატებზე „ევროპული საქართველო“, „დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“ შეთანხმდნენ. კანდიდატებს ასევე მხარს უჭერს „ნაციონალური მოძრობა“.
- დიდუბე – ნიკა მოსიაშვილი („გირჩი – მეტი თავისუფლება”)
- ვაკე – ბათუ ქუთელია („დროა“)
- კრწანისი – თამაზ ახობაძე („დროა”)
- მთაწმინდა – თენგო კირთაძე(„გირჩი – მეტი თავისუფლება”)
- საბურთალო – ბორის ყურუა („გირჩი – მეტი თავისუფლება”)
- გლდანი – ელენე ხოშტარია („დროა”)
- ნაძალადევი – ბადრი გრიგალაშვილი („გირჩი – მეტი თავისუფლება”)
- ჩუღურეთი – გიორგი ნონიაშვილი („ევროპული საქართველო”)
- ისანი – ბესო დონაძე („ევროპული საქართველო”)
- სამგორი – დათო ჟღენტი („ევროპული საქართველო”)
ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია კი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, „გირჩი- – მეტი თავისუფლების“ წარმომადგენელი, ცოტნე კობერიძე – ვიცე-მერობის კანდიდატი.