„ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ გადავწყვიტეთ გაერთიანება და პოლიტიკურ ველზე იმ საკითხის დაბრუნება, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია ჰქვია“, – ამბობს ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ წევრი, დავით ქაცარავა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან პოლიტიკურმა პარტიებმა და აქტივისტებმა ანტისაოკუპაციო საბჭოს დაფუძნების შესახებ გააკეთეს განცხადება.
საბჭოში ოთხი ოპოზიციური პარტია გაერთიანდა – „ლელო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „დროა“. აღნიშნული საბჭოს დაარსების ინიციატორი ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიაა“.
„ეს იქნება საბჭო, რომელიც იმოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად”, – აცხადებს პარტია „ლელოს“ წევრი ლანა გალდავა.