„რა ვქნა, რა წყალში გადავარდე, რამდენ რამეზე ვიფიქრო? ადვოკატი მირეკავს 3 საათზე საქალაქო სასამართლოში უნდა მოხვიდე შენი პროცესი გრძელდებაო.
არც ომს გაცლიან და არც ცხოვრებით ტკბობას ბომბების ქვეშ”. – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი უკრაინაში რუსებთან საბრძოლველად რამდენიმე კვირაა იმყოფება.
უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ მოხალისეები მრავალი ქვეყნიდან იბრძვიან. უკრაინაში იმყოფება საქართველოს პარლამენტის წევრი, ალეკო ელისაშვილიც. უკრაინაში წლებია, იბრძვის ქართული ლეგიონი.