ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოქტომბრიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრებისა და ცენტრალური სადისპეტჩეროს ხელფასი 10%-ით გაიზრდება.
უწყების თქმით, ცვლილებები თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და მათთვის, ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნას ისახავს მიზნად.
„ოქტომბრიდან, გაზრდილ ხელფასს ოთხი ათასამდე თანამშრომელი მიიღებს. სასწრაფოს ექიმის ხელფასი, თვეში, საშუალოდ, რვა მორიგეობის შემთხვევაში, 2 184 ლარი გახდება, რეფერალის ექიმის – 2 536 ლარი, პარამედიკოსის – 2184 ლარი, მოტომედიკოსის – 2 184 ლარი, უმცროსი ექიმის – 1 800 ლარი, ექთნის– 1 664 ლარი, მძღოლის – 1 520 ლარი, დისპეტჩერის – 1 392 ლარი, ჰოსპიტალიზაციის მენეჯერის – 1 648 ლარი, ცვლის უფროსის – 2 560 ლარი, ცვლის უფროსის მოადგილის – 2 128 ლარი, ოპერატორის – 1 024 ლარი.
აღსანიშნავია, რომ სახელფასო ანაზღაურება, 2024 წლიდან, დამატებით 10 %-ით, ისევ გაიზრდება. უკვე გაუმჯობესდა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა.
2023 წელს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, მინდელის ქუჩაზე, ახლად გარემონტებულ შენობაში გადავიდა და მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში აგრძელებს“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.