ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილე ორ ქართველ სპორტსმენს ტოკიოს ოლიმპიადის აკრედიტაციები ჩამოართვეს, – ამის შესახებ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სპიკერმა მასანორი ტაკაიამ განაცხადა.
ტაკაიას თქმით, მათ დატოვეს ოლიმპიური სოფელი, სადაც სპორტსმენები ცხოვრობენ და COVID რეგულაციების გამო ამის უფლება არ ჰქონდათ.
„ჩვენ მათ ჩამოვართვით აკრედიტაციები, რადგან ვფიქრობთ, რომ ოლიმპიური სოფლის დატოვების ფაქტი არ უნდა დაფიქსირდეს“, – განაცხადა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სპიკერმა, რომელსაც მათი ვინაობა არ გაუმხელია.
ფაქტის შესახებ წერს BBC. გამოცემის ცნობით, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი ადასტურებს, რომ ორი ქართველი ძიუდოისტი ოლიმპიურ სოფელში აღარ დაიშვება.
„საქართველოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა AFP-ს განუცხადა, რომ ვერცხლის მედალოსნებმა ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა დატოვეს შენობა იაპონიაში მცოხვრებ „ერთ-ერთ კარგ ნაცნობთან“ შესახვედრად“, – წერს BBC.
„გასასვლელში ისინი არავის შეუჩერებია, მათ ეგონათ, რომ გარეთ გასვლა შეეძლოთ. მათ სურდათ, რომ ღია სივრცეში გასულიყვნენ შეჯიბრის მძიმე დღის და ჩაკეტვის პერიოდის შემდეგ“, – ვკითხულობთ BBC-ზე.
საქართველოს 4 მედალი ძიუდოისტებმა მოუტანეს – ოქროს მედალი ლაშა ბექაურმა, ხოლო ვერცხლის ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა.