ორ საათში ბათუმში ვიქნები, რათა ერთად მოვიშოროთ „რუსული ოცნება" - ვარშალომიძე

პუბლიკა

„მე ახლა ვარ ტრაპზონში და ზუსტად ორ საათში ჩემს საყვარელ ბათუმში თქვენთან ერთად ვიქნები, რათა ერთად მოვიშოროთ თავსმოხვეული რუსული ოცნება”, – ამ შინაარსის ვიდეომიმართვას აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვარშალომიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მთავარი არხის” ინფორმაციით, ვარშალომიძეს სარფში პარტიის წარმომაგენლები  ელოდებიან.

„თუ ვინმეს ეგონა უკრაინაში მაღალი პოზიციის გამო, საქართველოს ბედზე ხელს ჩავიქნევდი და ამ საბედისწერო მომენტში პირად კომფორტს ვამჯობინებდი, ძალიან შეცდით. მე ახლა ვარ ტრაპზონში და ზუსტად ორ საათში ჩემს საყვარელ ბათუმში თქვენთან ერთად ვიქნები, რათა ერთად მოვიშოროთ თავსმოხვეული რუსული ოცნება. შევწყვიტოთ ეკონომიკის უკუსვლა და სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევა. ჩვენ ერთად გადავლახავთ ამ ისტორიულ გაუგებრობას და ჯერ არარსებული ტემპით, გავავითარებთ ჩვენს ულამაზეს საქართველოს”, – აცხადებს ლევან ვარშალომიძე.