ორბანი ნავალნიზე: შოვინისტებს პატივს არ მივაგებთ... სხვა მხრივ, მშვიდად განისვენოს

პუბლიკა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსეი ნავალნის ხსოვნას პატივი არ მიაგო და წუთიერი დუმილს არ შეუერთდა უნგრეთის პარლამენტში.

ნავალნიზე საუბრისას ორბანმა თქვა, რომ „ შოვინისტები არ იმსახურებენ პატივისცემას, რომ ნავალნიმ რუსეთ-საქართველოს ომის დროს ქართველებს  მღრღნელები უწოდა, რის გამოც პატივს არ მიაგებს”.

„შოვინისტები უნგრეთის პარლამენტში არანაირ პატივისცემას არ იმსახურებენ და მათ, ვინც ქართველებს საქართველო-რუსეთის ომის დროს მღრღნელებს უწოდებდა, პატივს არ მივაგებთ… სხვა მხრივ, მშვიდად განისვენოს”, – თქვა ორბანმა.

უნგრეთის პარლამენტში შვედეთის NATO-ში მიღების რატიფიცირებასთან დაკავშირებით გამართულ სხდომაზე ოპოზიციური მწვანეთა პარტია დიალოგის კანონმდებელი ინიციატივით გამოვიდა, რომ ალექსეი ნავალნის ხსოვნისთვის პატივი მიეგოთ.

უნგრეთის პრემიერმა მანამდე მადლობა გადაუხადა „სამთავრობო პარტიულ ჯგუფებს ნავალნის საქმესთან დაკავშირებით სიმშვიდის შენარჩუნებისთვის”.