ორბელიანის მოედანზე, ზებრასთან ბიოტუალეტები განათავსეს | მერიის განმარტება

პუბლიკა

თბილისში, ორბელიანის მოედანზე ზებრა გადასასვლელთან, ერთ-ერთ კუნძულზე განთავსებულია ხუთი ბიოტუალეტი, რომლებიც ფუნქციონირებს. ფოტოები თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა და გაჩნდა კითხვაც – რატომ გადაწყვიტა მერიამ ბიოტუალეტის განთავსება კონკრეტულად იმ ადგილას, სადაც მოქალაქეები ფეხით აქტიურად გადაადგილდებიან?

„პუბლიკამ“ თბილისის მერიას კითხვით მიმართა. როგორც უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, კონტრაქტორმა კომპანიამ ამ ადგილას ბიოტუალეტები დროებით დადგა. მათივე თქმით, როგორც კი განისაზღვრება ბიოტუაკეტების გადანაწილების ადგილები, მათ გადაიტანენ.

„ბარათაშვილზე არის ბევრი საავტობუსე გაჩერება და მიმდებარე ტერიტორიაზე საჭიროა ბიოტუალეტების დადგმა. თუმცა ჩამწკრივებული არ უნდა იყოს, გადაანაწილებენ“, – გვითხრეს მერიაში.