ორბელიანის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი მოკლეს, დაწყებულია გამოძიება

პუბლიკა

დღეს თბილისში, ორბელიანის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი სასიკვდილოდ დაჭრეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის სასწრაფო დახმარების ავტომობილში გარდაიცვალა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამ ეტაპზე მკვლელობაში ბრალდებული დაკავებული არ არის.