კინოთეატრ „ამირანთან“ რამდენიმე ფილმის წინააღმდეგ ჰომოფობიური აქცია იგეგმება. აქციის ორგანიზატორები არიან: ლევან ჩაჩუას ორგანიზაცია „ზნეობა“, გურამ ფალავანდიშვილის ორგანიზაცია „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“ და „მოძრაობა ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის“.
ორგანიზაცია „ზნეობის“ მიერ გავრცელებული განცხადებით, საპროტესტო აქციას ქართული ფილმის „კომეტებისა“ და ორი უცხოური კინოსურათის წინააღმდეგ გამართავენ, რადგან ეს ფილმები ლგბტ თემატიკას მოიცავენ.
პირველ აქციას „ამირანთან“ ლევან ჩაჩუა და გურამ ფალავანდიშვილი დღეს 18:00 საათზე გეგმავენ.