ორგანიზებულად მოხდება მედიასაშუალებების წარმომადგენლების აცრა - მინისტრი

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მედიის წარმომადგელების ვაქცინაციასთან  დაკავშირებით უწყებას მნიშვნელოვანი გეგმა აქვს, რომლის შესახებაც დეტალური ინფორმაცია მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი. ამის შესახებ მინისტრმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში ისაუბრა.

„ჩვენ მოგცემთ ფართო შესაძლელობას ვაქცინის შერჩევისას და ასევე განსაკუთრებულ პირობებსაც, რომ მედიას არ ჰქონდეს შეფერხება, დავუშვათ, განსაკუთრებულ რიგში დაყოვნების კომპონენტში, ვამუშავებთ კონკრეტულ პროექტს და მეტი დეტალის დადგენის შემდეგ გავაცნობთ მედიის წარმომადგენლებს, ასევე მოვმართავთ ოფიციალური წერილით, რის შემდეგაც მივიღებთ დაზუსტებულ სიებს, რის შემდეგაც ორგანიზებულად მოხდება მედიასაშუალებების აცრა“, – განაცხადა მინისტრმა.