დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ერთჯერადად და ორჯერადად აცრილებს შორის დაინფიცირების შემთხვევებზე შეკითხვას უპასუხა.
მისი თქმით, ორი დოზით აცრილებს შორის ინფიცირების მაჩვენებელი 0.2%-ია და მათი უმრავლესობა დაავადების მსუბუქად მიმდინარეობის გათვალისწინებით, ბინაზე მკურნალობით გამოჯანმრთელდა.
„მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერი არ არის, დღეს ორი დოზით აცრილია 70 ათასამდე ადამიანი. ორი დოზით აცრილებში გვაქვს 0,2% ინფიცირების და ერთი დოზით აცრილებში ეს პროცენტი დაახლოებით არის 0,8%, მაგრამ უმრავლესი შემთხვევა არის მსუბუქი, რომელიც ბინაზე მკურნალობით და დაკვირვებით მოიხსნა“, – განაცხადა გამყრელიძემ.