„ცოტა ხანს უფრო მეტად უნდა შევიწუხოთ თავი, ცოტა ხანი მეტად გავიჭირვოთ”, – თქვა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.
„ეს ორი კვირა, მაქსიმუმ სამი კვირა ძალიან მკაცრად შევასრულოთ რეკომენდაციები”, – ამბობს ცერცვაძე.
მისი თქმით, ეს იქნება გარკვეული დისკომფორტის შემცველი, „მაგრამ გავუძლოთ და შედეგი იქნება ის, რომ სტაბილიზაციის ტენდენცია, რომელიც ჩვენთან შემთხვევათა მატებაში უკვე შეინიშნება, გახდება მყარი და დაიწყება შემთხვევათა კლება“, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.