ორი მარჩენალდაკარგული არასრულწლოვანისთვის რკინიგზას ზიანის ანაზღაურება დაეკისრა - პროფკავშირები

პუბლიკა

საქართველოს რკინიგზას ორი არასრულწლოვანის სასარგებლოდ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა, – ინფორმაციას პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.

საქმე ეხება 2020 წლის 20 მარტს მომხდარ შემთხვევას, როდესაც  მოძრავი მატარებლის ვაგონში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ვაგონების მექანიკოსი დაიღუპა. მას 2 არასრულწლოვანი შვილი დარჩა.

როგორც პროფკავშირი აღნიშნავს, მარჩენალდაკარგული არასრულწლოვანები იმედოვნებდნენ, რომ საქართველოს რკინიგზა გამოიჩენდა გონიერებას და მარჩენლის გარდაცვალების გამო მათ შესაბამის მატერიალურ დახმარებას გაუწევდა, თუმცა – უშედეგოდ.

„მოსარჩელეებმა პროფკავშირების დახმარებით სასამართლოს მიმართეს. საქმის წარმოებისას არაერთ მვნიშვნელოვან გარემოებაზე, საქართველოსა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებზე გაკეთდა მითითებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით, ორი არასრულწლოვნის სარჩელი მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საქართველოს რკინიგზას მოსარჩელეთათვის სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე სარჩოს გადახდის, ასევე ოჯახის წევრების გარდაცვალების გამო მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება  დაეკისრა”, – ნათქვამია განცხადებაში. 

ამ შემთხვევაზე „პუბლიკამ” სტატია რამდენიმე წლის წინაც მოამზადა. გაეცანით საარქივო მასალას: