ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუბაიას თქმით, დღეს ქვეყანაში დადასტურებული ახალი 9 შემთხვევიდან არცერთი არ გადის მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოში.
მარინა ეზუგბაიამ მედიასთან ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
„თქვენ იცით, რომ 7 მძიმე პაციენტზე ვსაუბრობ ბოლო რამდენიმე ხანია. ორი განსაკუთრებით მძიმეა. ერთი პაციენტი, რომელიც განსაკუთრებით მძიმე იყო, სტაბილურია 3 დღის განმავლობაში და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის განსაკუთრებით მძიმე აღარ არის და უკვე დაიწყება მონიტორინგი ყველა მაჩვენებლის შეფასებით და ჩატარდება ლაბორატორიული კვლევა”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
10 აპრილის მდგომარეობით საქართველოში 227 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელდა 52 პაციენტი.