ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის დაბალი მაჩვენებელი ორი ძირითადი მიზეზითაა განპირობებული.
ამის შესახებ მან „TV პირველთან” ისაუბრა.
„ზოგს უკვირს, რატომ არის საქართველოში სიკვდილიანობის ასეთი დაბალი მაჩვენებელი.
ორი მიზეზია:
ერთი – პაციენტები ძალიან მოვლილები არიან. არ მითხრათ, რომ რომელიმე ქვეყანაში ასე უვლიან პაციენტებს, რომ 24 საათი ექიმი თავზე ედგას. უბრალოდ, არ შედის ეს სამედიცინო პერსონალის მოვალეობაში.
მეორე – თითოეულ პაციენტს არ ვმკურნალობთ ტრაფარეტულად და სტანდარტულად. ვიღაცას ვთქვათ რაღაც მაჩვენებელი შეეცვალა? იმ მაჩვენებლის კორექციას ვცდილობთ. იქნება ეს ბაქტერიული გართულება, თუ ციტოკინური შტორმი, თუ სისხლის შემდედებელ სისტემაში ცვლილება და ა.შ. ეს ჯამში იძლევა ამ შედეგს”. – ამბობს ცერცვაძე.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა კი არის 539.