„ორი პატარა, მცირეწლოვანი შვილი მყავს და მჯერა სამართლიან განაჩენს მიიღებთ“ | ინსაფ ალიევის საბოლოო სიტყვა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 8 პირის საქმის არსებითი განხილვა დასრულდა. დღეს პროცესზე ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვა თქვეს.

ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ინსაფ ალიევის თქმით, მისთვის გასაკვირი იყო ჯგუფური ძალადობის მუხლი, რადგან არც ქართული იცის და არც სხვა დაკავებულებს შეხვედრია დაპატიმრებამდე. მისი თქმით, ბრალი ეფუძნება პროკურატურის მტკიცებულებას, თითქოს მან თარჯიმნის საშუალებით ტელევიზორში მოუსმინა ზვიად ცეცხლაძეს და ასე ჩაერთო ჯგუფურ ძალადობაში.

„დაკავების დღეს, 4 რიცხვში, არც კი ვიცოდი, რომ ჯგუფურად დამაკავებდნენ, რადგან ქართული ენა არ მესმის, არც ამათ ესმით აზერბაიჯანული ენა. თავისუფლებაში ყოფნისას არასდროს შევხვედრივარ ამ ხალხს. თავისუფლების მოედანზე მარტო მივედი, ჩემით მივედი და არა – ვინმეს კარნახით.

თავისუფლების მოედანზე მარტო მივედი, ჩემით მივედი და არა – ვინმეს კარნახით. თუკი დანაშაული მაქვს ჩადენილი, ყოველთვის მზად ვარ, რომ ვაღიარო. თუმცა წინაზეც ვნახეთ, დავათვალიერეთ რა მტკიცებულებებია, ვითომ ზვიადი ლაპარაკობდა ტელევიზორში და მე თარჯიმანს მივმართე, მითხარი რას ლაპარაკობს… რომ მასე უნდა ვიმოქმედო. მხოლოდ ასეთი მტკიცებულებების საფუძველზე მიყენებენ ბრალდებას.

ორი პატარა, მცირეწლოვანი ბავშვი მყავს და მჯერა, რომ სამართლიან განაჩენს გამოიტანთ“, – თქვა ინსაფ ალიევმა პროცესზე, მისი სიტყვა დარბაზში მყოფმა თარჯიმანმა თარგმნა.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 8 პირის განაჩენის გამოსაცხადებლად პროცესი 2 სექტემბერს ჩანიშნა.