თბილისის ზღვის ჰოსპიტალს თავს შეიარაღებული პირები დაესხნენ. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის, მეორე ბ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ კლინიკას ორი შეიარაღებული პირი დაესხა თავს და წაღებულია 5000 ლარამდე.